საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც GUARDIAN.GE სრულად გთავაზობთ:
„რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის.
ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.
სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება; ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაულ-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.
საპატრიარქოსთან არსებული „მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს. სიების შედგენაში კი, აღნიშნულ ქალბატონთაგან არცერთს არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია (გარდა ქ-ნი მზექალასი; ამას იგი თავის თანამშრომლებთან ერთად აკეთებს).
იმავე გადაცემაში პატიმრებთან დაკავშირებით ეკლესიის ჩართულობის თაობაზე ისაუბრა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ, მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის დაცვის ყოფილი უფროსის, იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადეს.
ვფიქრობთ, მიზანმიმართული ქმედებიდან მომდინარეობდა ,,კურიერში” გაჟღერებული მეორე თემაც, – დოკუმენტებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდება.
დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით.
ბოლოს კი დავძენთ: სასამართლო პროცესებიდან დაუდგენელი პიროვნების მიერ შერჩეული, ამოგლეჯილი მასალების მასმედიაში გასაჯაროება, თანაც მიცემული ჩვენებების ტენდენციური გაშუქება, ვფიქრობთ, უხეშად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, რაც ამა თუ იმ არხის არაობიექტურობაზე მეტყველებს და მათ დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენს", აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.