საქართველოში ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე - „ბიზნესსახლი“ იქმნება
08-09-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - „ბიზნესსახლის“ პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის კომპონენტია, საფუძველი ორთაჭალაში დღეს ჩაეყარა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „ბიზნესსახლი“ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.

 

 

მათ შორისაა - სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ.

 

 

ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

 

 
"ბიზნეს სახლის" მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, - ასე შეაფასა „ბიზნესსახლის“ პროექტი საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ბიზნესსახლი“ თვისობრივად გააუმჯობესებს სერვისების მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს.

 

 

„ეს არის მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჩვენ ვიწყებთ მმართველობითი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სივრცეში, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება ჩვეულებრივი მომსახურების ზონა, VIP-მომსახურების ზონა და პრინციპი - „ყველგან ყველაფერი“, ანუ საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ „ბიზნესსახლში“, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მივა, ყველა სერვისი ერთ ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. მას შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს სერვისი წინასწარ და ის ადგილზე მიაწოდონ. ასევე, განხორციელდება პრინციპი - „მხოლოდ ერთხელ“, ანუ, როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი პირველად გამოიყენებს ამ სერვისს და საკუთარ თავზე სახელმწიფოს მიაწვდის ინფორმაციას, მას ამის მეტჯერ გაკეთება აღარ მოუწევს. ინფორმაცია შეინახება და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო სააგენტოში მომსახურების მისაღებად მისვლის დროს, ბიზნესს აღარ მოუწევს ამ მომსახურების ყიდვა და მეორედ მიწოდება. ეს იქნება დროის და რესურსის, მათ შორის ფინანსურის დაზოგვა და ამასთანავე, ერთ, გამჭვირვალე სივრცეში მიწოდებული სერვისები, თავისთავად ამცირებს კორუფციის რისკებს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა, რეფორმაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრს, პროექტის შემუშავებაში ჩართულ უცხოელ კონსულტანტებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი, უახლოეს მომავალში, საქართველოში ბიზნესკლიმატს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

 

პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველობითი რეფორმა მმართველობაში ჩართულობასაც მოიცავს და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯი - შექმნილია ინვესტორთა საბჭო, სადაც მსხვილი ბიზნესასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელ მინისტრებთან ერთად, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმების კუთხით დაგეგმილ ყველა ცვლილებას იხილავენ, რათა ბიზნესისა და ინიციატივიანი ადამიანებისთვის ნეგატიური სიურპრიზები თავიდან იყოს აცილებული.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის დანარჩენი სამი მიმართულებითაც.

 

 

„ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების კუთხით უკვე მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იარსებებს, იმ პირობით, თუ მოგება არ განაწილდება და რეინვესტირებული იქნება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას. სივრცითი განვითარების კუთხით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა, გარდა იმისა, რაც ყოველწლიურად იხარჯება, დამატებით 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის მიმართულებით და, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენებით, ოთხ წელიწადში შევქმნათ თვისობრივად სხვა, ფიზიკურად და ვიზუალურად სხვა საქართველო, რომელიც გამართული იქნება აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს, თავისთავად მისცემს საშუალებას საქართველოს, სრულად გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი. განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ეს სფერო ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს, მთლიანად, საქართველოს განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ოპტიმიზმი. სიტყვა რევოლუცია რაღაც ნეგატივთან ასოცირდება, მაგრამ ეს პროექტი მართლაც რევოლუციურად შეცვლის საქართველოში ბიზნესგარემოს, ვინაიდან, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის თვისობრივად ახალ სივრცეს შექმნის. ვფიქრობთ, ამ პროექტით საქართველოში ახალი ეპოქა იწყება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ბიზნესსახლის“ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა არჩილ ბუკიამ ერთობლივად სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

 

 

კომენტარები: 111
#11   Shawn
      
Hey there would you mind letting me know which webhost you're using?
I've loaded your blog in 3 different internet browsers and I
must say this blog loads a lot quicker then most. Can you suggest a good web hosting provider at a reasonable price?
Many thanks, I appreciate it!

My website Annie
9 ნოემბერი 2023 11:53
#10   Bertha
      
This design is incredible! You most certainly know how to keep a reader amused.
Between your wit and your videos, I was almost moved to start
my own blog (well, almost...HaHa!) Wonderful job. I really loved what you had to say, and
more than that, how you presented it. Too cool!


Also visit my blog - Geraldine
9 ნოემბერი 2023 09:33
#9   Corey
      
Excellent write-up. I absolutely appreciate this website. Keep
it up!

Here is my website: Lin
9 ნოემბერი 2023 03:41
#8   Tonette
      
It's going to be finish of mine day, except before end I am reading this
enormous piece of writing to improve my knowledge.

Feel free to visit my website; Tarence

Remarkable! Its in fact awesome paragraph, I have got much clear idea regarding from this paragraph.


My web blog Agnes
9 ნოემბერი 2023 03:08
#7   Lamesha
      
Spot on with this write-up, I absolutely feel this amazing site needs a lot more
attention. I'll probably be back again to read through more, thanks
for the advice!

Review my page ... Buck
9 ნოემბერი 2023 02:38
#6   Kenzi
      
We're a group of volunteers and starting a brand new
scheme in our community. Your site provided us with valuable information to work on. You have done a
formidable task and our whole group can be thankful to you.


Visit my site: Sareena
8 ნოემბერი 2023 16:17
#5   Leeanne
      
Hello to every body, it's my first pay a visit of this blog; this blog consists of amazing and truly
fine stuff designed for readers.

My homepage - Jeny
8 ნოემბერი 2023 15:48
#4   Anastasios
      
I every time spent my half an hour to read this web site's articles all the time along with a cup of coffee.



Here is my site - Millard
4 ნოემბერი 2023 16:39
#3   Laterica
      
What's up, just wanted to say, I liked this post. It was practical.
Keep on posting!

My webpage ... Selwyn
4 ნოემბერი 2023 16:27
#2   Atiba
      
I have read several excellent stuff here. Certainly worth
bookmarking for revisiting. I wonder how much attempt you set to make this kind of great informative site.


Feel free to surf to my web site - Shuan
4 ნოემბერი 2023 16:24
#1   Sharnae
      
Somebody necessarily help to make severely posts
I would state. This is the very first time I frequented your website page
and thus far? I amazed with the research you made to make this actual post incredible.

Wonderful activity!

Here is my webpage Woodrow
3 ნოემბერი 2023 05:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი