დუშეთში, მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციის (CCPA) პროექტ „სახალისო ფეხბურთი ღია სკოლები“ ფარგლებში, სასპორტო გაერთიანებასთან „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლა“ დაფუძნდა.
გამგეობის ცნობით, პროექტი, საქართველოში 2003 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანი, მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.
„ჩატარდა მოსაზმადებელი სამუშაოები და შეძენილი იქნა საჭირო ინვენტარი, იმისათვის რომ სკოლამ უზრუნველყოს ახალგაზრდებისათვის სავარჯიშო გაკვეთილების პერიოდული ჩატარება.
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ქ. დუშეთში, შპს. „ოლიმპიური სახლის“ საფეხბურთო მოედანზე, „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლის“ ორგანიზებით პირველის სავარჯიშო გაკვეთილები ჩატარდა, რომელშიც 7-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. თითოეულ მონაწილეს სპორტული ფორმები და მაისურები გადაეცა, აგრეთვე დარიგდა სავარჯიშო ბურთები“, აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.