ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია.

სრულად...

მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 8 305 000 დოლარი გაყიდა, გასაყიდად კი, გამოტანილი იყო 20 მლნ აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

სრულად...

ახლა, რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ. თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი