პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ივნისს, კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ მიიღებს მონაწილეობას.

სრულად...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრას, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, კონკრეტული შედეგი არ ჰქონია.

სრულად...

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებას" გააჩნია პოლიტიკური ნება, მკვლელობის საქმეზე ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცეს.

სრულად...

სახალხო დამცველის განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეხმაურნენ.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველის განცხადებას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ომბუდსმენის განცხადებიდან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

სრულად...

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე დეპუტატების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სრულად...

შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვას წარადგენს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, სეიმის პირველ ვიცე-სპიკერ რიმა ბაშკიენეს და სეიმის წევრ ეგიდიუს ვარეიკისიკის შეხვდა.

სრულად...

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა იმედს გამოხატავას, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში „პოლიტიკური კრიზისია“ და რომ ხელისუფლებას „ეყო თავხედობა იმისა, რომ მკვლელებს იფარავს“, 10 ივნისს მათ მიერ დაგეგმილ აქციაზე მივა და ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი თანადგომას ამით გამოხატავას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი