პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კონტროლიბეად ტერიტორიაზე ხნულების გავლებას ეხმაურება. 

სრულად...

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება და მცოცავი ანექსიის შემთხვევები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

სრულად...

ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ; ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიმუშაოთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც აისახება ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ,გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტად ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა გაერო-ში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტად იმყოფებიან. 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

სრულად...

 საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მცირე კომენტარი გააკეთა.

სრულად...

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატის კონკურენტს ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საერთოდ არ მიიჩნევს „ძლიერ კონკურენტად“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში უფრო ინტენსიური ფორმით ჩართვას „ქართული ოცნების“ მმართველი პირების, გიორგი კვირიკაშვილის და კახა კალაძის მოუცლელობით და ირაკლი კობახიძის „სიხისტით და გამოუცდელობით“ ხსნის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი