პოლიტიკა

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, რაც „ყველას არ მოსწონს საქართველოში და განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის" დირექტორებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ერთად შარშან 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი აიღეს და როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ეს იმ ფონზე, როდესაც „ხალხმა დაკარგა ბიზნესები და ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს".

სრულად...

„ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით - სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულებით", ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მოგმართოთ თქვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აქტივის წევრებს. პირველ რიგში მინდა, დავიწყო მადლობის გადახდით. მადლობა ყველას, თითოეულ თქვენგანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რაც თქვენ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმატებაში და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში შეიტანეთ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში რეგიონულ კონფერენციაზე.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დეტალურად არის ასახული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზეა გამახვილებული.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს ამბროლაურში რეგიონულ კონფერენციას გამართავს, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

სრულად...

„ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია ისინი მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.

სრულად...

„ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ეთიკის კოდექსზე“ საუბრისას.

სრულად...

„ყველა პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. შესაბამისად, ძალიან მარტივად დალაგდება ეს ვითარება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ მსჯელობის გამართვას“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი