პოლიტიკა

ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

სრულად...

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების გზაზე სხვადასხვა მიმართულებით შვედეთის სამეფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შვედეთის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერები ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდით ავლის ადგილი არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლით აღშფოთებულია, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რადგან მათი წარსული გამოცდილება სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

სრულად...

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონების პროექტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

სრულად...

სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახაბერ ოქრიაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია ჰყავს, რომელიც თითოეულ საკითხზე დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს აკეთებს და ხელისუფლებისგან გაუთვლელი ნაბჯების გადადგმას ითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

სრულად...

ვროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში - „გამჭვირვალობა ომის დროს“ - გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე- 17 ადგილზე დაწინაურდა.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გუშინ, რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი