რეგიონები

ქ. დუშეთის კარიაულთკარის დასახლებაში, ხევის ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.

სრულად...

საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს, - აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე, ინაშაურის მიმართულებით, ახლადრეაბილიტირებული გზა დაათვალიერეს.

სრულად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს,  ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს. 

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. 

სრულად...

დაბა მესტიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღონისძიების „ევროპის დღე - 2019“-ის სამზადისი მიმდინარეობს.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ფარახეთისა და სოფელ  ჭიბრევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთები გაიწმინდა.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის ბარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ზემო და ქვემო ბარი) წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამარ ჩიბურდანიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩაატარა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი