საზოგადოება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების  სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.  მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე. 

სრულად...

დღეს გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღედ 2020 წლის 18 მაისი დადგინდა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1499 პირს შეეხება.

სრულად...

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პოსტივის“ ეთერში.

სრულად...

როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

სრულად...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად  გაეცნო.   

სრულად...

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველი ივნისის ნაცვლად, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

სრულად...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს აქვეყნებს.

სრულად...

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მზადდება სამართლებრივი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების პროცესში წარმოსადგენი დოკუმენტები არსებითად გამარტივდება და მნიშვნელოვნად შემცირდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

სრულად...

ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, განიხილება იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, რომელთა შემოსავალი 750 ლარზე ნაკლებია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ის საკითხები წარადგინა, რომლებზეც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი