ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ, პოლიტიკური დიალოგის დროა, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის დასდეს მსჯავრი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი, როგორ შეიძლება, ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უხვი თოვლისაგან სოფლებისკენ მიმავალი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
1 მარტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
„სოფელი, რომელიც მავთულხლართებით ორ ნაწილადაა გაყოფილი, ეს უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები დღეიდან მკითხველისთვის და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. იგი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
1846 წლის 11 მარტს ტფილისში 70 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი ბრწყინვალება საქართველოს მეფის ასული თეკლა, წმ. ეკატერინეს ორდენის კავალერი, პოლკოვნიკ, თავად ჯამბაკურ-ორბელიანის ქვრივი, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის და და ერეკლე მეფის უმცროსი ქალიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.