ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.
ანტონ ობოლაშვილის და ანზორ ბოლქვაძის ის კი არ მიკვირს ყველა ხელისუფლების ხელისბიჭები როგორ ხდებიან, ყველა "პრობკას" როგორ ერგებიან, სᲐშვებს როგორ ჩალიჩობენ ან ჩვენზე და კანონზე მაღლა როგორ დგანან. არა ეგ არაა გასაკვირი.
28 თებერვალს, საქართველოს ესტუმრება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა: 28 თებერვალი - 3 მარტი) მისი ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია იმართება ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სოფელ ნამოხვანის მოსახლეობასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეები არიან შეკრებილი და გიგანტური ჰესის მშენებლობას პროტესტს უცხადებენ.
ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ფეისბუქში, გახშირდა პოლემიკა პოლიტიკური ორიენტაციის თემაზე, თუ რომელი სახელმწიფო არის საქართველოს "ჭეშმარიტი" მეგობარი და საითკენ უნდა წარვმართოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი.
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება გარდაუვალია, რაც იმის საწინდარი გახდება, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ბურჭულაძეს პროგნოზით, „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 23-დან 28%-მდე აიღებს მხოლოდ.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა და ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.