საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი მოქალაქის მიმართ ყოველგვარ ძალადობას გმობს.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
თავდაცვის ძალების სამხედროები, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. სპეციალურად სამხედროებისთვის ორგანიზებულ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პერიოდის მემუარული ხელნაწერები და მემორიალური ნივთები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი, მაგრამ ამავე დროს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ვირუსი არსად გამქრალა.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ „დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, საქართველოს პარლამენტში შესვლის ჩათვლით , – ამის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისას, იტყობინება ბრიტანული „The Guardian“-ი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.