ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები 23 თებერვალს, საქართველოში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას „ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს მელია.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მივიდა, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა მიიყვანა დაპირისპირების, უფსკრულის პირას და შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო აღარ იქნება დასავლეთის პარტნიორი.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან - აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

სრულად...

„ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და ოფისზე შტურმი, არის პირდაპირი გალაშქრება, დემოკრატიის იმ უმცირეს ნარჩენებზეც, რაც 23 თებერვლის დილას ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა. აღნიშნული ქმედებები არ იყო არც სამართლებრივად დასაბუთებული, მას არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და საფუძველშივე ანგრევს ქვეყნის წარმატების შანსს,“ - ორგანიზაცია; სამოქალაქო იდეა, რომლის ხელმძღვანელიც არის თინათინ ხიდაშელი, განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, განმუხტოს კრიზისი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი