დღეს, 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია ჩანიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს ახსენებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს, „ქართული ოცნება“ კი მოლაპარაკებისთვის ღიაა, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება და პრემიერის განცხადებაც ამისკენ იყო მიმართული.
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მორიგი განცხადებით ეხმაურება და პოლიტიკური კრიზისისის განსამუხტად, ყველა მხარეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.