ნიკა გვარამია ირწმუნება, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ივერი მელაშვილის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი მღელვარებაა და უწყება „ინგრევა ფაქტობრივად“, დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადება კი იმას მოასწავებს, რომ „ეს არის ჩამოშლის დასაწყისი“.
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი განცხადებით გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტში ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებას და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას.
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ, რათა, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას.
თუქეთის მცდელობა კავკასიური ავანტიურისა (აზერბაიჯან-სომხეთის ომის პროვოცირება) რამდენიმე მიზანს ისახავს: 1. პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში; 2. ალტერნატიული ტრასების გადაკეტვა როგორც (ა) ე.წ. ახალი აბრეშუმის გზისა (ერთ-ერთი ვარიანტის): ჩინეთი-ირანი-სომხეთ-საქართველო და ა.შ ევროპისკენ, ისე (ბ) აზერბაიჯანის ნავთობის, ლიბიის, სირიისა და კვიპროსის სიახლოვეს აღმოჩენილი უზარმაზარი საბადოების გაერთიანების გზით ფაქტობრივად, საუდის არაბეთისა და რუსეთის მასშტაბის მწარმოებელ-ექსპორტიორად გადაქცევა, რასაც შემდგომ შუა აზიაზე კონტროლის გაძლიერების მცდელობა მოჰყვება.
„საქართველოს ქართველის სახით თუ ამდენი მტერი ჰყავდა არ მეგონა. ყველა ტელევიზია განიხილავს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დავით გარეჯის ბედს და იმ ორი პირის სამართლიანობას, ჟურნალისტები ითვისებენ პროკურორის ფუნქციას, ისეთ შეკითხვებს სვამენ, გამოსდით დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და ამართლებენ სააკაშვილის რეჟიმს. თქვე უსინდისოებო, ურჯულუებო და გარწრებო, დაეტიეთ თქვენს ტყავში, გამოძიებას დაელოდეთ, პროკურატურა რა დასკვნას დადებს და მერე რამდენიც გინდათ იბღავლეთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.