ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის მერიის დაკვეთით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, რომლებიც სამორინეებში, რესტორნებში, ასევე თურქეთში დროებით იყვნენ დასაქმებულები, კვლავ მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.
„ჩემო მეგობრებო, ნუ შევუშინდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის და შანტაჟის ფაქტების. „ქართულ ოცნებას“ უკვე გავატანეთ რვა წელი და ნუ გავატანთ ამ შიშს მომავალ ოთხ წელსაც,“ - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლეობას მიმართა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებული 5 ცალი სუნთქვის აპარატი გადასცა. ახალი სამედიცინო აპარატი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა გათვლილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0039 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.