ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, რადგან ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს.

სრულად...

საქართველოს სტატუსი გლობალური კოვიდრისკის შკალაზე არ შეცვლილა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, თბილისში, მეტეხის ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მზად არის დაიკავოს „საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საჯარო მოხელეების გამოყენებამ და მოსყიდვის სქემებმა არ უნდა იმუშაოს და „საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება და მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული“.

სრულად...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება რევანშის და „ოლიგარქიული წყობის“ წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების „და ეს არ განხორციელდება იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება რუსეთიდან აჭარის რეგიონში ტურისტების „ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით“ შემოყვანამ განაპირობა და მას აქვს გეგმა თუ როგორ უნდა შემცირდეს ვირუსი.

სრულად...

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

სრულად...

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი