საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.
GUARDIAN.GE - ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ სამმა წყარომ დაუდასტურა.
გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ფეისბუქში“ წერს.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.
მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი. მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ა(ა)იპ ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობა საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „თავდაცვის კოდექსის“ შესახებ კანონპროექტს ეხმაურება და გამოხატავს აღშფოთებას, მათდამი, ვინც ფიქრობს, რომ „სამშობლოს ემსახუროს ის, ვისაც ეს უნდა“.
იქნებ ეს ვანო მერაბიშვილი გაჩუმდეს და გეოპოლიტიკური განცხადებების კეთებას თავი დაანებოს. მით უფრო, რომ ხშირად, ვფიქრობ, თავადაც ვერ ხვდება რა სისულელე შეიძლება წამოროშოს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.