ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
არეულობის დროს, როცა აგრესიული ბრბო მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდა ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა, მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განაცხადა.
უკრაინაში, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, ჩვენი ინფორმაციით. ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება. თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა - ახლა ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მე მინდა, ყველას ვუსურვო, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში და ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ცდილობენ ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩემს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო, ერთის მხრივ ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.