ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს, თუმცა მისი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
15 ივნისი სამხედრო პოლიციის დაარსების დღეა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვეცდებით, შევიმუშაოთ არჩევნების ისეთი წესი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან და ამავე დროს უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლოპოტაზე, ელჩებთან შეხვედრისას ელჩებს პანდემიის პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ზალკალიანმა განაცხადა, რომ დისტანციური ურთიერთობა გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ თანდათანობით უბრუნდებიან იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიაში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ კანონპროექტის სახით, პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიას შეეხება.
დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად, სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობას დაათვალიერებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0207 პუნქტით გაუფასურდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილა, რომელიც სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ წარადგინა.
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და მისი ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.