2012 წელს მახინჯი სისტემა ჩავიბარეთ, რომელიც ადამიანს კლავდა, ჩაგრავდა, აწამებდა, ის მძიმე მემკვიდრეობა საჭიროებდა ძირეულ რეფორმებს, გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით და შედეგი ყველასთვის ნათელი და ცხადია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ წარდგენილი კვლევის „ დემოკრატიის ანგარიში 2023“ -ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა.
ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა.
ნინოწმინდის კულტურის სახლის დარბაზში დღეს დედისა და სილამაზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დღესასწაულის შემავსებელი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.
ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნაზე საქართველოს წარდგენას აფასებს გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი. ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით, გამოფენის გალა გახსნაზე საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტების - ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი, დათარიღებული 8 ათასი წლით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.