GUARDIAN.GE - ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე, რომელიც მალე სი ძინპინს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში „კომუნისტურმა პარტიამ“ ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცებს მესამე ვადით.
საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტის მიზანი გახლავთ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებება ნებისმიერი ორგანიზაცისთვის, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნებიდან, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს. იგი განმრატავს, თუ რატომ არის ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 31:7 დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა, ნაკრების კაპიტანმა, ფინალურ ორთაბრძოლაში ავსტრიელი აარონ ფარა იპონით დაამარცხა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს გასულ თვეს, ჯანმრთელობის რუტინული შემოწმების დროს, კანის სიმსივნური დაზიანება აღმოაჩნდა, რომელიც ამოუღეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
“ეს არის პირველ რიგში მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაცია და
ამავდროულად, ჩემი დისკრედიტაცია,” - თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თავდაცვის უწყებისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ
აგრესიულ შავ პიარზე ისაუბრა.
"ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის თავდაცვის
მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ბინები ათასზე მეტ სამხედროს გადაეცემა. დავასრულეთ
ტერიტორიის მოპირკეთება და ვფიქრობთ, ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავცემთ
სამხედროებს ბინებ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას.
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის
გადავადების შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. "ჩვენ ძალიან სამართლიანი
გადაწყვეტილება მივიღეთ”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ყურადღება გაამახვილა
კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელიც ფულის სანაცვლოდ “რელიგიური მოტივით”
ათავისუფლებს ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, რაც მისი თქმით
სიმახინჯეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.