პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს. გრანტების გაცემა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
ვენეციაში დელფინები დაბრუნდნენ, უკრაინაში კი სააკაშვილი და პირდაპირ ხელისუფლებაში... რატომ ინიშნება საერთაშორისო დამნაშავე ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში? - ამ შეკითხვით მიმართა „როსია 1“-ის ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ თანათავმჯდომარეს, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს, რომელმაც პარლამენტში კენჭისყრისას სააკაშვილის მხარდაჭერის წინაპირობა წამოაყენა.
დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება, - განაცხაა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
რას მოიმოქმედებდნენ უკრაინელები, იანუკოვიჩი რომ დანიშნულიყო საქართველოს ვიცე-პრემიერად, იანუკოვიჩმა ზუსტად ის უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც სააკაშვილმა საქართველოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
„მე, როგორც ექიმმა, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს იმას, რომ ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ 3-ზე მეტ ადამიანს; ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად“...
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.
ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გეგმა, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღმიშნულია, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.