ბიზნესმენმა თამაზ ბასილაიამ ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები შეიძინა. აღნიშნულ პროდუქტებს (ზეთი, შაქარი, კარტოფილი, კომბოსტო, ერთი ტომარა ფქვილი) მერის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახლში მიუტანენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.1946 პუნქტით გამყარდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ინფორმაციას BBC თავად პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.
კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი სასამართლო პროცესზე არ გავა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ქართველმა ჯარისკაცებმა მარნეულის შესასვლელთან მომუშავე მედიის წარმომადგენლები საკვებით მოამარაგეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი კანონიერად მიიჩნევს იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას, რომლებზეც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელთა საპატიმროში ვიზიტი იყო ასახული. საქმე ეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 21 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ წარდგენილ ვიდეომასალას.
ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს. არსებულ საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ პროცედურული საკითხების რეგულირება, რომელიც შეუფერხებელი მუშაობის გაგრძელებისთვის აუცილებელია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული მარაგების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.