მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. როგორც მან აღნიშნა, ჩვილის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.
ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.
თავდაცვის სამინისტრო 5 სამხედრო მოსამსახურის საავამდყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას გამოეხმაურა.
მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით. განახლებული მონაცემებით „კოვიდ-19“-ს აშშ-ში 1,050 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ კი, მას შემდეგ რაც 1 დღეში 10,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69,171 შეადგინა.
დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის! - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო. პროექტის - #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ.
„მგონი ცოტა უნამუსოდ იქცევიან ევროპაში ჩარჩენილი ქართველები (ზოგიერთები რა თქმა უნდა, ვინც პირდაპირი ჩართვებიდან გვეხმიანება).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.