შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის მიერ, სადაც მუნიციპალიტეტის მერი, ანი მოსოიანია ჩართული, ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოების კოორდინაცია და მუნიციპალიტეტის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება - მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის ნაკადის დარეგულირება სააფთიაქო ქსელებთან, სასურსათო მაღაზიებთან და ბანკებთან.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად აქტიურად არის ჩართული საპრევენციო ღონისძიებებში.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების მიზნით, დღეს, ნინოწმინდაში 16000 სომხურენოვანი ფლაერი- და 600 პოსტერი გაიგზავნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სომხურენოვანი ფლაერისა და პოსტერების მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებზე გადაცემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაწესებული შესაბამისი სამუშაო გრაფიკით განხორციელდა.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ADB-ის საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ.
ორშაბათს, 30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25-ვე სკოლამდელ დაწესებულებაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე კვების პროდუქტების გაცემა დაიწყება. პროდუქტი გაიცემა 1149 ბავშვზე.
საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ქართველ ემიგრანტებს მიმართა და სიფრთხილისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
„პარიზიდან თელავამდე... ზღაპრულ გარემოში, მაგრამ კარანტინში“ - საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე 13 დღეა კარანტინშია.
„პანდემია არის ორი კრიზისის გამომწვევი, ჯანდაცვის და ეკონომიკური კრიზისის, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული, და ურთიერთ ზეგავლენას ახდენს. ასეთი რამ ისტორიაში იშვიათად ხდება და ამ გამოწვევებთან გამკლავება, ჩვენ ცალ-ცალკე, თითოეულ ინდივიდს ძალიან გაგვიჭირდება, ხოლო დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება. მათთან გამკლავება მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთი მოქმედება, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინირება, შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს, ანუ მთავრობას. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების რეკომენდაციებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.