მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის უფროს მრჩეველს, ექიმ ბრიუს ეილვორდს პოლიომიელიტის, ებოლას და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის დაახლოებით 30-წლიანი გამოცდილება აქვს და ახლა მას ყურადღება „კოვიდ-19“-ის შეჩერებისაკენ აქვს მიპყრობილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს.
კომპანიამ „არქი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო.
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა. აღნიშნულის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში კლინიკის ექიმმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. დისტანციური მუშაობის რეჟიმში თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო კიბერგარემო და კიბერრისკების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს თითოეულ თანამშრომელს. ამ მიზნით სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა სასარგებლო რჩევები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლის დახმარებითაც თანამშრომლების დისტანციური მუშაობის პროცესი უფრო უსაფრთხო გახდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.