მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
იტალიაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შეადგინა - ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 627 ადამიანი, ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 4 032-ია. ქვეყანაში კორონავირუსის 47 021 შემთხვევაა დადასტურებული.
მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთი უმუშევრად დარჩენილ თავის მოქალაქეებს ხელფასის უდიდეს ნაწილს აუნაზღაურებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა დასაქმებულებს, რომლებიც სხვადასხვა ობიექტების დაკეტვის შემდეგ დროებით უმუშევარი დარჩნენ ხელფასის 80%-ს გადაუხდის, თვეში 2 500 ფუნტ სტერლინგამდე (საქართველოს ეროვნული ბანკის 20 მარტის ოფიციალური კურსით, 9 400 ლარი).
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად.
კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საზკვების ობიექტები -კაფეები, ბარები და რესტორნები უნდა დაიკეტოს პარასკევ ღამიდან, გარდა საკვების გამოძახებით მიღების მომსახურების ობიექტებისა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
„გვინდა, მაქსიმალურად მოვახერხოთ და შევუმსუბუქოთ ეს მძიმე ყოფა ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, იქნება მიღებული მიდგომები და გადაწყვეტილებები თითოეული ქვეყნის მიხედვით. მათთან არ წყდება მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
ლიბერთიმ 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა. საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.