ნედლი ნავთობის ფასი 9.92%-ით დაეცა და 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი 25.88 აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება ამ წუთებში CNN.
ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მომატების გამო დიდმა ბრიტანეთმა სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სკოლები დაიკეტება პარასკევს, შემდგომი განცხადების გაკეთებამდე.
"ასაკისადმი არაპატივისცემა პროფესიულ ასპარეზზე ხომ ძალიან მოდურია საქართველოში......მახსოვს არ ვიცი რომელი მთავრობის "ბაირამობის" ეტაპი იდგა, პირტიტველა ბიჭების და გოგოების მთავრობა რომ გვყვავდა....და ყველა სფეროში 'ჩამოწერილ" ასაკოვან 50 წლის ადამიაანებს სადღაც სანაგვეზე ისვროდნენ....
პროფესორი გია ნოდია ახალი კორონავირუსის გავრცელებას „ფეისბუქზე“ იუმორით ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს იშველიებს.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 475-ით გაიზარდა და საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა თითქმის 3 000-ს მიაღწია.
ამ წუთებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ექიმებისადმი მადლიერების გამოსახტავად საქართველოს მოქალაქეები ექიმებს ტაშს უკრავენ.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში 33-ით მოიმატა და 104-ს მიაღწია. სამშაბათის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 71-ს შეადგენდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის.
ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროში პჯდ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კი, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა, ასევე ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც.
თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.