ლიბერთის საგაზაფხულო აქციაში - ‘თქვენს გზავნილზე საჩუქარია’ მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც ყველაზე ხშირად გააგზავნის ან მიიღებს ნებისმიერ საერთაშორისო ფულად გზავნილს. ყოველ მეხუთე და მეათე საერთაშორისო გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ბრენდირებულ საჩუქრებს, ყველაზე აქტიური მომხმარებლები კი ყოველთვიურ ფულად პრიზებს და აქციის დასრულებისას, 3 ივნისს, ყველაზე აქტიური 200 მომხმარებელი მიიღებს 500 ლარიან ანაბარს.
საქართველოს პარლამენტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე დადგენილების პროექტის მიღებას გეგმავს. დადგენილების პროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი და ახლა მთავარია, რომ შეთანხმება შესრულდეს.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია, მემორნადუმი გაფორმებულია და ის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერილია. ამის შესახებ უცხო ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული - ს.თ. დააკავეს.
გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.