შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ვარლამ მალანიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე განახლებული გუნდით წარდგება.
თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.
დ. მესტიაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 120/30 მოდელზე შეთანხმების შემდეგ, რაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, დღის წესრიგში 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების საკითხი დგება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, რომლის კომპლექსური რეაბილიტაციაც 2 თვის წინ დასრულდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.