ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ტრენინგს გადიან. ტრენერთა ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნეს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ამ ორ უწყებას შორის არსებობს.

სრულად...

საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სრულად...

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. პროგრამის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.

სრულად...

ბარათაშვილის ქუჩაზე, ხვალიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (1 საათი - 1 ლარი). 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან კვირას გამართულ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება იქნა მიღწეული, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, „რომელზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, რაიმე შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული“.

სრულად...

იმ შემთხვევაში თუკი 2020 წლიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, მაშინ ის იმავე პრინციპით ჩატარდება, როგორითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ანუ 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.

სრულად...

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე მიღწეულ შეთანხემებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე მოდელით, 1%-იან საარჩევნო და 40%-იანი უმრავლესობის დასაკომპლექტებელი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ“.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი