გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან საქართველოში – აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ოსიტაშვილთან და მრჩეველთან გაი დე ფონტგალანდთან. აღნიშნული ფონდი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ალიანსის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მისიას სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
მსურს, პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის, - განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი განცხადებების დროს.
ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას.
„მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად, იტყობინება BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე - The Global Times -ზე დაყრდნობით. მანამდე ინფექციით, ჩინელი ექიმი ლი ვენლიანძი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, გარდაიცვალა.
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება.
მომსახურების გამარტივების, ბანკში ვიზიტის დროის შემცირების და ასევე, რიგების მაქსიმალურად განტვირთვის მიზნით, სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე” უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის ბანკომატებში. დღეიდან, ლიბერთი ბანკის საპენსიო ასაკის მომხმარებლებს ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს ლიბერთის 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.