ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ბერნი სანდერსმა დაგმო რუსეთის ქმედება, მისი კამპანიის დახმარების მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ და გააფრთხილა მოსკოვი „შორს დაიჭიროს თავი ამერიკული არჩევნებისაგან“.
ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მას ნინოწმინდაში მცხოვრებმა მარტოხელა, სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედამ მას დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც მან და მმართველი პარტიის წევრებმა შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი მოინახულეს და დახმარება გაუწიეს.
„ფონდი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტებს ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს, ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობა იწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მის მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.
დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.
2020 წლის 20 თებერვალს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის დებატის ფარგლებში დღის წესრიგის 63-ე საკითხზე, თემაზე: „ვითარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩხერეში მომხდარი მკვლელობა გახსნა და მამის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.