„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს. მოხარული ვარ, საქართველოს მიღწეული პროგრესითა და სწორად შერჩეული მიმართულებით. ჩვენი ხედვა ცალსახაა: პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული მმართველობა და ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება“, - აღნიშნულის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ქართული დელეგაციის მიერ ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში მოწვევის ფაქტს.
"პროფესიული განათლების შესახებ" კანონის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მომზადდა , რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს ეფუძნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყის ახალი კოდექსი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
თავის გამოსვლაში მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის მნიშვნელობას. „ანგარიში წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროპარლამენტისთვის და რომ ქვეყნის წინაშე არსებულ უამრავ გამოწვევებთან ჩვენ მარტო არ ვართ “- განაცხადა მან.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთელი თავისი ბავშვობის ზაფხულის პერიოდს იხსენებს, რომელიც სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში აქვს გატარებული „არაჩვეულებრივ ბებიასთან და ბაბუსთან და არაჩვეულებრივი სითბოს მატარებელი ხალხის გარემოცვაში“ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს: „არ შევცვლილვარ და ის ემოცია, რაც მქონდა ბავშვობაში იგივე მაქვს“.
ევროპარლამენტარები „ევროპელი სოციალისტების პარტიიდან“(PES) მხარს უჭერენ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას.
ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები შედეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს მთავრობისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უვიზო მიმოსვლის დადებითი სტატისტიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.