პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებასა და მის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც მისი თქმით, უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციების გამოთქმა მოჰყვა, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო დონეზეც.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის ქალბატონი, რომლის ცხედარი დილით იპოვეს. გარდაცვლილს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ რიგით მე-5 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიის და ინსტრუმენტების სამსახურის ხელმძღვანელი ანნა სტრზასკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო. თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა.
დაგეგმილია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს დაპატიმრება, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, - განაცხადა ჟურნალისტმა დავით აქუბარდიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში თავის საავტორო გადაცემაში „სპექტრი“, სადაც სტუმრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას იური ლუიკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.