შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამინისტრო, (კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან იღებს ერთთვიან უფლებას, იმისათვის რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები უწყვეტად მომარაგდეს ქართული, გაუყინავი, ხორცით.
ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, - აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, 2020 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. მერმა თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი და წარმატებები უსურვა სამსახურებრივ საქმიანობაში.
ლიბერთიმ ახალი წელი ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყო. ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდა.
ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა, შესაბამისად, თეირანი შეთანხმებით მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.