გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.
ახალი წლის დადგომამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 3 208 აღსაზრდელს, მერის ინიციატივით საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წინასაახალწლო ნობათი 140 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
„იმედის“ ჰოლდინგი გამოთქვამს შეშფოთებას იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში, - ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექციის კონსულმა ადგილზე მოინახულა 26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე. აქედან 3 უკვე გაეწერა სამედიცინო ცენტრიდან. დარჩენილი 2 მოქალაქის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქედან, მცირეწლოვან ბავშს სავარაუდოდ ორშაბათს გამოწერენ სამედიცინო ცენტრიდან.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს (OGP) მაკოორდინირებელმა უწყებამ, „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმს უმასპინძლა.
მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.
საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
საქართველოს თავდაცვის ძალების ოცეულები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ჩართვისთვის მზად არიან. ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიისთვის გადასროლისწინა მომზადება დღეს დაასრულა.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა. ვიცე-მერმა 2019 წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.