გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და განათება გვაქვს, რამდენიც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი მაინც საუკეთესოდ მორთულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
26 დეკემბერს, სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელაც დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა. საახალწლო ღონისძიებაზე მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.
პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 50 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მოეწყო ორი ახალი გამოფენა „მუზეუმი-50“ და „მუზეუმის ფოტომატიანე“.
დედაქალაქის საკრებულო დღეს თბილისის ბიუჯეტს დაამტკიცებს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს მერი, კახა კალაძე წარადგენს.
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 35-ს შეადგენს, იტყობინება რუსული მედია. დაშავებულთაგან 22 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საკრებულოს სხდომაზე 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.