„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში“ – ეს განცხადება ნათია თურნავამ შიდა ქართლის რეგიონში შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სურსათი და ტკბილეული გადასცა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი იმყოფება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადგებისას, წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, მრევლს მისი სიტყვები გაახსენა.
თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლის ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს.
„ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!“ - ამ ლოზუნგით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ადმინისტრაციასთან ერთად, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და რუდენკოს და კოსაჩოვს მადლობას უხდის. როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას რუსეთს აბრალებდნენ, როცა გამოუშვეს - ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა. მისი თქმით, "უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები"
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამართლებული იყო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პატიმრობისგან გათავისუფლებას ულოცავს და საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.