ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1915 წელს სომხების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გენოციდად არ მიიჩნევს, რითაც აშშ-ის კონგრესში ახლახან გამართული კენჭისყრების შედეგები უარყო. გასულ კვირას სენატში გამართულმა კენჭისყრამ აღაშფოთა თურქეთი, რომელიც ყოველთვის უარყოფდა გენოციდს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა, რათა თავისი სიბრაზე გამოეხატა კენჭისყრის შედეგების გამო. ანკარა ვაშინგტონს „ისტორიის პოლიტიზებაში“ სდებს ბრალს.

სრულად...

დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა სესიის დელეგატებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სრულად...

„ჩოლოიანი სააკაშვილის დროს ხალხს აწამებდაო რომ ამბობთ, ბოკერია-გვარამია და „ძმანი მათნი“ რას აკეთებდნენ მაგ დროს ხომ ვერ მეტვით?! რატომ დასეირნობენ გარეთ და ქვეყანა რომ აიკლეს, რატომ არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ დააოკონ ეს ჯალათები?!“ - აღნიშნულ განცხადებას „ფეისბუქზე“ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აქვეყნებს.

სრულად...

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს დღეს წარუდგენენ.  

სრულად...

ბათუმში პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. 

სრულად...

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის ობსტრუქციაში დაადანაშაულეს და შესაბამისად კენჭისყრებიც ამ ორ საკითხზე გაიმართა. თითქმის ყველა „დემოკრატმა“ მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტს და უკლებლივ ყველა „რესპუბლიკელმა“ ხმა მისცა წინააღმდეგ. ახლა უკვე საკითხის განხილვა სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ შეადგენენ და სადაც იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება, თუმცა პრეზიდენტი სავარაუდოდ გამართლდება, რადგან სენატს მისი თანაპარტიელები აკონტროლებენ.

სრულად...

ამერიკელების უმეტესობა, 57%, შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ფიქრობს, რომ ტრამპმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც იმპიჩმენტს იმსახურებს, მაშინ როცა 54%-ს სჯერა, რომ არსებობს საკმარისი სამხილი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრა შედგეს, იტყობინება BBC სტატისტიკის ვებ-გვერდ „FiveThirtyEight“-ზე დაყრდნობით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რეალურად სურთ მისი იმპიჩმენტი. კვლევის თანახმად, 47% მხარს უჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, მაშინ როცა ამდენივე - 47% ამის წინააღმდეგია.

სრულად...

2019 წლის 18 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, გაიხსნა ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, და ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის.

სრულად...

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში რწმუნებულთან და რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი