თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად გათვალისწინებული საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები და არმიის გამნაღმველთა დანაყოფი მონაწილეობდა.
თბილისში, აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, 12 კი დაშავდა.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში“, უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის, ტურიზმის მიმართულებით B2B შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდნენ.
დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების უსამართლობით, გულგრილობით სასოწარკვეთილ 15 წლის მოზარდს თვითმკვლელობამდე რომ არ დაეწერა, - "ამ ცხოვრების დედაცო", - ამ ტრაგედიას შერაცხავდნენ, როგორც "ჩვეულებრივი" ფსიქიური აშლილობის შემთხვევად! მინდა გითხრათ, ყოველგვარი უტრირების გარეშე, 15 წლის ბიჭის ეს განწირული შეძახილი, არის დიაგნოზი ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის! ჩვენი სახელმწიფოც და საზოგადოებაც მძიმედ არის დაავადებული, ეს იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ცხოვრების ყველა სფეროში, რაც წარმოშობს სრულ უპერსპექტივობას, უიმედობას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებში, რომელიც იწვევს ემიგრაციაში წასვლის მსურველთა კატასტროფულ ზრდას!
დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
კაცობრიობა გაჭირვებაშია, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზობასთან დაკავშირებით გამართული ქადაგებისას.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გრძელდება თემატური შეხვედრები.
ინდოეთში, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ასობით ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„კი დაგვცინით სსრკს გადმონაშთები ხართო, მაგრამ ოჯახებში ვიზრდებოდით, ტრადიციულ ოჯახებში, სადაც უფროს-უმცროსობა წინა პლანზე იყო, ამიტომ მასწავლებელსაც დიდ პატივს ვცემდით“, წერს „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო გელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.