საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ქალაქ ცაგერში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას, ბავშვებს სიტყვით მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქრისტინე კობახიძემ და ლევან ზალკანიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა.
დიდუბის რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.
ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.
GUARDIAN.GE - საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან გორში შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ისეთი მომენტია დამდგარი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „თბილისი - 2022“ გაიმართა. სწავლება, სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია შეიქმნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.