23 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი - ბიზნეს აქსელერატორ„ სპარკის“ 5-წლიანი მუშაობა შეჯამდება. ანგარიშს წარადგენს „სპარკის“ გენერალური მენეჯერი თამთა გველესიანი, ღონისძიებას ესწრება და სიტყვით გამოვა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე 24-25 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გლდანის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი, ყოფილი მინისტრები და პარლამენტარები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, როემლშიც ნათქვამია, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინაარმდეგ და "როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენ მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?"
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარიული სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ორი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ანივარდ მოსოიანის ხელმძღვანელობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით - 96 ხმით მიიღო, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება - 93 ხმით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.