ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახის წევრებს, მოქალაქეებს, გამარჯვების დღე მიულოცეს და ქალაქში მდებარე შინმოუსვლელთა ობელისკი ბავშვებთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკეს: პარლამენტის, თვითმმართველობის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ, მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანები გაბრიელ რეხვიაშვილი და ბიჭიკო კერესელიძე მოინახულეს.
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ გვიშტიბში, მემორიალთან ტრადიციულად შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაში ონის და ღარის სასოფლო ბიბლიოთეკის ლიტერატურული წრის წევრები მონაწილეობდნენ.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - „ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.