ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტობანიერში კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმში დიდი ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელის, კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე აღნიშნეს.
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ რიგების დატოვების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ ის მიზეზი დაასახელა, თუ რის გამო დატოვა თავისი ბავშვობის მეგობრის, ნინო ბურჯანაძის პარტია. ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში სანიკიძემ აღნიშნა, რომ მას პარტიაში ჰქონდა „კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გავმიშისტდი“. გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ „მშობლიურ გარემოს“, ქუჩას უბრუნდება და აღარ აპირებს პოლიტიკურ პარტიებში ყოფნას.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში - სევაში, გლოლაში, საკაოში, ლაგვანთასა და ბორცოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, საქმის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ ზედამხედველთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კადოეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის თანამშრომლების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ემზარ საბანაძემ, მერიის წარმომადგენლებთან, ერთად სოფელ სევაში მცხოვრებ 103 წლის დოდო გრძელიშვილს დაბადების დღე მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ტკბილი სიბერე უსურვა.
თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაფინანსების ზრდა დედაქალაქში მათ შორის ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას უკავშირდება.
მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 23 მისამართზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.