დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის.
დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 20 ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს, მაისის დასაწყისში დედაქალაქში 90 ერთეული MAN-ის ახალი ავტობუსი შემოვა.
„თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლა-განათლების დაფინანსების პროექტს იწყებს. ხვალიდან თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები, რომელთაც ქულებიც 70 ათასი ან ნაკლებია 50-70 ან 100%-ით დაფინანსებას მიიღებს“, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
თბილისში, კნოლევის ქუჩაზე წინასწარი ინფორმაციით, CO-ს დაგროვების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის" ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი(„ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული.
„ვისაც ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკური ალღო, ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე ემშვიდობება ხელისუფლებას. ის რაც მას სჭირს და რისი გაკეთებაც მას უწევს ეს არის აგონიის ნიშნები“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „იმედის“ გადაცემაში - „პირისპირ“.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო ვიზიტად თურქეთში, არდაგანის გუბერნიაში იმყოფებოდა.
„მე გამოვრიცხავ ვარიანტს, რომ ბატონ ბიძინას ეთქვას ვინმესთვის ყურში, რომ მოდი, შენ წადი და მე მოგეხმარები. ეგეთი რამე გამორიცხულია. ალალია ძალიან ბატონი ბიძინა, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში. დღეს ძალიან ადვილია მისი კრიტიკა და ძალიან ცდილობენ, რომ გააფერმკრთალონ მისი მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკაში“, განაცხადა „TV პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭირა მხარი ეკა ბესელიას მიერ საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე 5-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა და რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრისას ჩავარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იმედოვნებს, რომ „სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნითაც“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.