„შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, იმის შემდეგი შეკრება იქნება საფრანგეთში და ა.შ. და შემდეგი შეკრება იქნება თბილისში, აუცილებლად, რუსთაველზე - მთავარი შეკრება“, უთხრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს.
ქართველმა ძიუდოისტმა 100 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი გუამ ჩო, ხოლო ფინალში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
„ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ, აქ არის ჩამოსული სუს-ის ჯგუფი. იმედია ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ამ ხალხს და მეროედ არ შემოუშვებს“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, სადაც ის ამ წუთებში ქართველ ემიგრანტებს სიტყვით მიმართავს.
ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება. პრეზიდენტმა რეგიონების განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფორმატში ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და სიმბოლურად ხე დარგო. ასევე, იმყოფებოდა ნიკო მარის სახლ-მუზეუმშიც.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი გახარიამ ქობულეთის და ბათუმის პოლიციის განყოფილებები მოინახულა და თანამშრომლებთან ერთად სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა.
10 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირში ქალაქ ხობის, გურიფულის, ახალსოფლის, ნოჯიხევის, ხეთის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.
ონის მუნიციპალიტეტში, 5 თებერვალს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაწყებული შეხვედრები გრძელდება.
სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები აცხადებენ, რომ ისინი გამძვინვარებულ წინააღმდეგობას აწყდებიან ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ანკლავზე თავდასხმისას.
საქართველოში ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს, 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩადიან და სადაც მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით მოძრაობა „ერთად სახლში“ - ქართველი ემიგრანტების პირველ მასშტაბურ შეკრებას გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.