ტექნოპარკში ორდღიანი ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ დასრულდა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.
2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით ფრენა შესრულდა.
ჩვენ, განათლების სამინისტროსა და ბიზნესთან ერთად, შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელმაც საერთო ძალისხმევით IT სექტორისთვის საგანმანათლებლო პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც 3 წლის განმავლობაში 10,000 ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ასევე მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი მარინე რაზმაძე.
4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, დღეს, 30 იანვარს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით, თემაზე – „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
30 იანვარს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საერთო კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ იმსჯელა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემებისა და საპროექტო წინადადებების შესახებ.
2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.